ეგეოსის ზღის ჩრდილოეთ მხარეს  მდებარეობს და თავის სამი (სამთითა)  ნაწილით ცნობილია.

ეს არის კასანდრა, სიტონია და აგიონ-ოროსი (ათონი).

ჰალკიდიკი საბერძნეთის ძირითად კურორტად ითვლება და ზაფხულის განმავლობაში  გამორჩეულია  უხვი სიმწვანით

კურორტი, თავის სუფთა სანაპიროებით მშვიდი ზღვით  ძირითადად გათვლილია მშვიდი საოჯახო დასვენებისთვის 

 საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულად ითვლება და  ზევსის სამშობლოდ არის აღიარებული. ზუსტად ეს კუნძული ითვლება მინოისის ცივილიზაციის დაბადების ადგილად, სადაც დღემდე შემონახულია მეფე მინოსის დროინდელი აშენებული სასახლეები და კნოსის ლაბირინთი , სადაც ლეგენდის თანახმად მინოტავრი ბინადრობდა. კუნძულზე აღმოაჩენთ მეჩეთებს, ციხე-სამაგრეებს და მონასტრებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქ საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ ვითარებაშიცხოვრობდნენ თურქები, არაბები, ვენეციელები და ბერძნები.

 საბერძნეთის ერთ - ერთ უდიდეს კუნძულად ითვლება  და ყველაზე მეტი ტურისტებიც მას სტუმრობენ, რადგან ამ კუნძულზე ნებისმიერი გემოვნების ტურისტი სათავისოდ ყველა სახის დასვენებას იპოვნის. ვიწრო ქუჩებიანი  შუა საუკუნეების ქალაქები, სუვენირების მაღაზიები და ზღვის პროდუქტები. ყველაზე საოცარი კი ის არის რომ როდოსზე  წლის 365 დღიდან მზე 300 დღე ანათებს.

საბერძნეთის სამხრეთით მდებარე  კუნძული გაჟღენთილია როზმარინის და ნაძვის სურნელით. კამკამა და უჩვეულო ზღვის ფერის ფონზე კი უფრო მკაფიოდ თვალში საცემი იახტების თეთრი აფრების უხვი რაოდენობაა. ოდესღაც ზაკინტოსი ოდისევსის სამეფოს ნაწილი იყო, დღეს კი ის ულამაზესი პეიზაჟებით და პანორამული ხედებით არის ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ყურე ნავარიოა, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს ადგილების ათეულში შედის.

მიკონოსი - საბერძნეთის ყველა კუნძულთა შორის ყველაზე ძვირად მოდურ და ბოჰემურ კუნძულად ითვლება.  იგი ცნობილია ფერდობებზე გაშენებული და ზღვის ფონზე მკაფიოდ გამოკვეთილი თეთრი წისქვილებით, ვიწრო ქუჩებით, უამრავი ეკლესიებით და უსუფთავესი ზღვის სანაპიროზე ნუდისტი დამსვენებლებით.

საოცრად ლამაზი, არისტოკრატიული და თვალწარმტაცი ხედებით ცნობილი კუნძული 3500 წლის არის.

აქ დრო სრულიად ჩერდება, სუნთქვა გეკვრება და სიამონვებით ტკბებით ლურჯი ზღვით, ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტით, სანაპიროს ფერადი ქვიშებით და თეთრი სახლების ლურჯი გუმბათებით. აქ იბრუნებ შინაგან ჰარმონიას, ტკბები ყოველი წამით და გული გიჩქარდება ულამაზესი მზის ჩასვლის ხედებით. და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნანახის მერე სრულიად ეთანხმები იმ მეცნიერების აზრს , რომ სანტორინი ზღვაში ჩაძირული ანტლანტიდის ნაწილია.

World of Travel