წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი,სადაც შეიძლება დაივიწყო ყველაფერი, უბრალოდ დატკბე მზის და ზღვის ალერსით, გაართო ბავშვები და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროც დაათვალიერო.

 Naama Bay — შარმ ელ შეიხის ყველაზე კეთილმოწყობილი ნაწილია. აქ სასტუმროების მრავალფეროვნებაა, სავაჭრო ადგილები, კაფეები, საიდანაც არომატული შიშას სურნელება იგრძნობა , ხმაურიანი ბარები და ღამის კლუბები. 

Sharks Bay- აეროპორტიდან სულ რაღაც 5 კმ-შია.ამ ადგილის უნიკალურობა მის საოცარ წყალქვეშა კორალების სამოთხეშია, სადაც დამსვენებელი წყალში შესვლისთანავე ხვდება.

ჰურგადა— ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე პირველი პოპულარული კურორტი, სადაც სეზონი 12 თვის განმავლობაში გრძელდება. ზღვაში წყლის ტემპერატურა საბანაოდ ზამთარ-ზაფხულ მისაღებია 

თუმცა აქ ბანაობით როდის შემოიფარგლებით, როცა გარშემო ათასი აქტივობები, გასართობი ცენტრები, ღამის კლუბები და სანაპიროზე მოწყობილი ფართი დაგხვდებათ

თუ კაშკაშა და ნაციონალური კოლორიტის ნახვა გსურთ, ესტუმრეთ ძველ ქალაქ ელ-დახარს.

გარდა მაგისა, ჰურგადადან არც თუ ისე შორს მდებარეობს ცნობილი ტაძარი ედფუ და მეფეების ველი

 al-Qāhira — რაც არაბულად "გამარჯვების მომტანს" ნიშნავს

აფრიკის კონტინენტის ყველაზე დიდი ქალაქი და ეგვიპტის დედაქალაქია.

თავად ეგვიპტელები მას ხშირად "მასრ"-ს უწოდებენ.

ხმაურიანი და ბინძური ქუჩების მქონე მეგაპოლისია, რომელიც არაბეთის სამეფოს რომის სახელსაც ატარებს, უამრავი ღირშესანიშნაობების და კულტურული ძეგლების და მათ სანახავად ჩამოსული ტურისტების გამო. 

World of Travel